Belive

ოფიციალურად: ზიდანი რეალში დაბრუნდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალში" 2022 წლამდე დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა მწვრთნელმა "სამეფო კლუბი" წინა სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. ზიდანის წასვლის შემდეგ "რეალი" კრიზისში ჩავარდა და ყველა ტურნირს გამოეთიშა. ზინედინს დიდი ხნის განმავლობაში ტურინის "იუვენტუსს" უკავშირებდნენ, თუმცა მან საბოლოოდ ესპანეთში დაბრუნება ამჯობინა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე დადასტურდა. ზიდანი "რეალს" სათავეში 2016 წელს ჩაუდგა, როდესაც გუნდი ბენიტესისგან გადაიბარა. ცუდ ფორმაში მყოფ ესპანელებს ზიზუმ პირველივე წელს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. საბოლოოდ ის 3 ჩემპიონთა ლიგას დაეუფლა, თითოჯერ მოიპოვა ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერთასის ტიტულები, 2-ჯერ კი უეფას სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები