"ბეტისთან" ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩისას "ბარსელონას" კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა.
18 წლის ტალანტმა ანსუ ფატიმ მარცხენა მუხლის მედიალური მენისკის დაზიანება მიიღო, რის გამოც შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
წარმოშობით გვინეა-ბისაუელ ფეხბურთელს მუხლზე დღეს ოპერაცია ჩაუტარდა, კატალონიელთა ოფიციალური გვერდი კი იტყობინება, რომ ფატი, სავარაუდოდ, 4 თვეს იუქმებს და "ბარსას" გაზაფხულისკენ დაუბრუნდება.