Belive

ოფიციალურად: ლეაომ მილანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, რაფაელ ლეაო "მილანის" ღირსებას 2028 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.

"როსონერის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პორტუგალიელ ვარსკვლავთან მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც ლეაომ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"მილანს" განახლებული კონტრაქტის ოფიციალური პირობები არ გაუსაჯაროვებია, თუმცა, მედია საშუალებები აღნიშნავენ, რომ პორტუგალიელის ანაზღაურება 7 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი ევრო დაემატება. ასევე ცნობილია, რომ ლეაოს გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევრო გახდება.

შეგახსენებთ, პორტუგალიელი ვარსკვლავი “როსონერის” 2019 წლის 1 აგვისტოს შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. სერია A-ს მიმდინარე სეზონში, ლეაომ 12 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები