Belive

ფიორენტინასთან მატჩისთვის მილანის განაცხადში 2008 წელს დაბადებული ფეხბურთელი მოხვდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, შაბათს, ,,ფიორენტინასთან'' გასამართი მატჩისთვის, გუნდის განაცხადში 15 წლის ფრანჩესკო კამარდა შეიყვანა.

,,როსონერის'' ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად ლომბარდიის რეგიონალური კომიტეტისგან სპეციალური ნებართვის მიღება დასჭირდა.

კამარდას მთავარ გუნდში დაწინაურების უპირველესი მიზეზი თავდასხმაში საკადრო პრობლემებია - ოლივიე ჟირუ შემდეგ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, ნოა ოკაფორს კი ტრავმა აწუხებს.

იმ შემთხვევაში თუ 15 წლის ტალანტს ხვალ თამაშის საშუალება მიეცემა, სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდება და ,,ბოლონიას'' მცველის, უიზდომ ამის რეკორდს გააუმჯობესებს, რომელმაც 2021 წელს ჩემპიონატში 15 წლისა და 274 დღის ასაკში ითამაშა.

ფრანჩესკო კამარდამ მედიის ყურადღება რამდენიმე წლის წინ მიიპყრო, როცა ერთ-ერთმა სკაუტმა დაწერა, რომ თავდამსხმელმა ,,მილანის'' აკადემიაში ჩატარებულ 87 შეხვედრაში 483 გოლი გაიტანა.

იტალიელმა, რომელიც ახლა ,,როსონერის'' 19-წლამდელთა გუნდის წევრია, 7 ნოემბერს უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ,,პარი სენ ჟერმენს ულამაზესი მაკრატელა გაუტანა.

სხვა სტატიები