Belive

ოფიციალურად: ჯო კოული ჩელსიში დაბრუნდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ, ჩელსის Twitter-ის ოფიციალურმა გვერდმა გაასაჯაროვა, რომ 37 წლის ლეგენდარული ჯო კოული ლონდონურ კლუბში ბრუნდება. კერძოდ, იგი ჩელსის აკადემიის მწვრთნელი გახდება და ასაკობრივ კლუბს ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ ჯო კოულმა "ჩელსიში" 2003 წლიდან 2010 წლამდე გაატარა და 182 თამაშში 28 გოლის გატანა შეძლო. ხოლო ინგლისის ნაკრებში მას 56 მატჩი აქვს ჩატარებული. ასევე იხილეთ ჯო კოულის საოცარი სილამაზის გოლი შვედეთის ნაკრებთან.  

სხვა სტატიები