Belive

ოფიციალურად: გიუნდოგანი ბარსელონას ფეხბურთელია!

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ილქაი გიუნდოგანი "ბარსელონას" ფეხბურთელია. კატალონიური გრანდი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტით სუპერვარსკვლავის ტრანსფერს ადასტურებს.

გიუნდოგანის ტრანსფერთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, ცნობილია, რომ ვარსკვლავი "ბარსელონას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მის ღირსებას 2025 წლის ივნისამდე დაიცავს.

"მინდა მადლობა გადავუხადო "მანჩესტერ სიტის" წარმოუგენლად მაგარ ფანებს. ისინი იმ მომენტიდან მიჭერდნენ მხარს, როდესაც ამ დიდებულ კლუბში გადმოვედი და ამ მხარდაჭერისთვის, მათთან ვალში ვარ. "მანჩესტერ სიტიმ" ჩემი ყველა ოცნების ასრულების შესაძლებლობა მომცა, რისთვისაც ცხოვრების ბოლომდე მადლიერი ვიქნები", - ილქაი გიუნდოგანი.

გასულ სეზონში და განსაკუთრებით, დასკვნით ნაწილში, გიუნდოგანი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა და ნახევარდაცვაში უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს ასრულებდა. ყველა ტურნირზე, გერმანელმა 51 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 11 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები