Belive

ოფიციალურად | მადრიდის რეალმა სუპერლიგა დატოვა

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპის სუპერლიგა დატოვა.

რეალი და ბარსელონა ის უკანასკნელი კლუბები იყვნენ, რომლებიც პროექტში რჩებოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ კატალონიურმა გრანდმა სუპერლიგა დატოვა, მსგავსი გადაწყვეტილება ბლანკოსმაც მიიღო.

შეგახსენებთ, ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეა, თავდაპირველად 2021 წლის 18 აპრილს გავრცელდა. ევროპის ტოპ ჩემპიონატების 12 გრანდი ახალი ტურნირის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა, პროექტმა საფეხბურთო მიმომხილველებისგან და გულშემატკივრებისგან უდიდესი კრიტიკა დაიმსახურა.

მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული, ჩელსი, არსენალი, ტოტენჰემი, მილანი, ინტერი, ატლეტიკო, იუვენტუსი, ბარსელონა და რეალი სუპერლიგაში მონაწილეობის მიღებაზე დათანხმდნენ, მაგრამ კრიტიკის შემდეგ, პირველმა 9 კლუბმა პოზიცია შეიცვალა და ტურნირი დატოვა. მოგვიანებით სუპერლიგას იუვენტუსიც განუდგა.

ბარსელონასა და რეალის გასვლის შემდეგ, უკვე შეიძლება ითქვას, რომ იდეას განხორციელება აღარ უწერია და სუპერლიგის პროექტი ოფიციალურად დასრულდა.


სხვა სტატიები