Belive

ოფიციალურად: ანტონიო კონტემ ინტერი დატოვა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ავტორიტეტული ევროპული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა - ანტონიო კონტემ მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. Sky Sports-ის ცნობით, იტალიელ სპეციალისტს კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრა ჰქონდა და შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ის კონტრაქტით გათვალისწინებული ბოლო სეზონისთვის კომპენსაციის სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს და მხარეები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტს გაწყვეტენ. როგორც ცნობილი გახდა, "ინტერის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ სტივენ ჟანგმა კონტეს სთხოვა, ფეხბურთელებისთვის ხელფასი15-დან 20 პროცენტამდე შეემცირებინა და მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 80 მილიონ ევროდ გუნდის წამყვანი მოთამაშეები გაესხვისებინა, რაც 51 წლის სპეციალისტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. "კლუბი მადლობას უხდის ანტონიოს იმ არაჩვეულებრივი სამუშაოსთვის, რომელიც მან "ინტერისთვის" მე -19 სკუდეტოს მოგებით დაასრულა. ანტონიო კონტე სამუდამოდ დარჩება ჩვენი კლუბის ისტორიის ნაწილად", - წერია "ნერაძურის" ოფიცილაურ განცხადებაში. კონტემ "ინტერში" ორი სეზონი გაატარა და 11-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის სერია A-ს მოგებასთან ერთად, 2019/20 წლების სეზონში, გუნდი ევროპის ლიგის ფინალშიც გაიყვანა, სადაც "სევილიასთან" (2:3) დამარცხდა.

სხვა სტატიები