ონანა ძლივს გაუშვეს - კამერუნელი მეკარე ტრაბზონსპორში ითამაშებს
კამერუნის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის 29 წლის მეკარე - ანდრე ონანა, იჯარის წესით კარიერას ტრაბზონსპორში გააგრძელებს.
ონანა მის აგენტთან და ოჯახთან ერთად უკვე თურქეთშია და მან კლუბთან 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი - მანჩესტერმა იგი გაანათხოვრა, თუმცა თურქებს გამოსყიდვის უფლება არ აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 'წითელი ეშმაკები' ონანას მომავალ სეზონში კვლავ ძირითად შემადგენლობაში განიხილავენ.
📍Andre Onana, Trabzonspor için geliyor.
— TRT Spor (@trtspor) September 11, 2025
📸 Fabrizio Romano pic.twitter.com/omj6EUePTm
შეგახსენებთ, რომ ანდრე ონანა 2023 წელს ინტერიდან მანჩესტერში გადავიდა, მას შემდეგ კი იგი პრემიერ ლიგაში დღემდე ერთადერთი მეკარეა, რომელმაც საკუთარი დაშვებული შეცდომით 15 გოლი გაუშვა.
ანდრე ონანა კამერუნის ნაკრების მეკარეა და მას ეროვნულ ნაკრებში 48 მატჩი აქვს ჩატარებული.