Belive

MARCA | "რონალდუს დამ დაადასტურა, რომ ლეგენდა ნაკრებს ტოვებს"

20 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

პორტუგალიურ ფეხბურთში ეპოქის დასასრული ახლოვდება. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ, მიმდინარე მუნდიალის დასრულების შემდეგ სანაკრებო კარიერას ოფიციალურად დაასრულებს.

ინფორმაცია, რომელიც სპორტულ მედიაში ცოტა ხანი ტრიალებდა, ლეგენდის დამ, კატია ავეირუმ, დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ კრიშტიანუსთვის ეს ტურნირი ბოლო დიდი მატჩებია ეროვნული გუნდის მაისურით და დროა, მან გზა ახალ თაობას დაუთმოს.

კრიშტიანუ რონალდუ დღეს 41 წლისაა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მისი სანაკრებო დებიუტი 2003 წლის 20 აგვისტოს, ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ მან პორტუგალიის ნაკრებთან ერთად უდიდესი გზა გაიარა, გახდა ევროპის ჩემპიონი (2016) და ერთა ლიგის გამარჯვებული (2019).

დღეის მდგომარეობით, რონალდუს სანაკრებო მაჩვენებლები ფანტასტიკის სფეროდანაა და ისტორიაში საუკეთესოა.

  • მატჩები ნაკრებში: 210-ზე მეტი შეხვედრა (მსოფლიო რეკორდი).

  • გოლები: 130-ზე მეტი გოლი. ის საერთაშორისო ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

კრიშტიანუმ მიმდინარე მუნდიალზეც უკვე მოასწრო საფეხბურთო ისტორიის გადაწერა. მიუხედავად ასაკისა, ის კვლავ ფორმაშია .მის აქტივში ამ ტურნირზე უკვე 2 გატანილი გოლია.

ამ გოლებით რონალდუ გახდა პირველი და ერთადერთი ფეხბურთელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ვინც ზედიზედ 6 მსოფლიო ჩემპიონატზე (2006, 2010, 2014, 2018, 2022, 2026) შეძლო გოლის გატანა.

პორტუგალიელი გულშემატკივრები და საფეხბურთო სამყარო იმედოვნებს, რომ ლეგენდარული ფორვარდი თავის უკანასკნელ სანაკრებო ტურნირს მსოფლიო ჩემპიონატის თასით დააგვირგვინებს.

სხვა სტატიები