ოფიციალურად | ვირჯილ ვან დაიკმა კონტრაქტი გაახანგძლივა
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვირჯილ ვან დაიკსა და "ლივერპულს" შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა - ნიდერლანდელი დაცვის ბურჯი მერსისაიდული გრანდის ღირსებას 2027 წლის ივნისამდე დაიცავს.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ვან დაიკმა კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა. ბრიტანული მედია საშუალებების მტკიცებით, ვან დაიკი ხელფასის სახით კვირაში £400,000 ფუნტს მიიღებს.
უზომოდ ბედნიერი და ამაყი ვარ. შეუძლებელია ამ ყველაფერზე ემოციების გარეშე საუბარი. სიამაყისა და ბედნიერების უდიდეს მოზღვავებას ვგრძნობ, "ლივერპულთან" მრავალწლიანი ისტორია მაკავშირებს და მიხარია, რომ აქ კიდევ 2 წლით ვითამაშებ. - ვირჯილ ვან დაიკი.
ვირჯილ ვან დაიკმა "ლივერპულის" მაისურით 7 სეზონში 314 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 ტიტულის, მათ შორის პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას "ლივერპულთან" კონტრაქტი მო სალაჰმაც გაახანგძლივა. ავტორიტეტული ტაბლოიდები ასევე აღნიშნავენ, რომ ალისონიც კონტრაქტის გახანგრძლივების ზღვარზეა.