Belive

ოფიციალურად: ვინისიუს ჟუნიორმა მადრიდის რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა, ვინისიუს ჟუნიორმა, გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა. ამჟამინდელი ხელშეკრულება 2024 წლამდე იყო ძალაში.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად "ბლანკოსების" ოფიციალური გვერდი ავრცელებს და წერს: "ისტორია ჯერ ისევ დასაწერია".

უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უეფას ჩემპიონთა ლიგის 14-გზის გამარჯვებული გუნდი ბრაზილიელ შემტევს ახალ კონტრაქტში განახლებულ ანაზღაურებასაც გადაუხდის.

23 წლის ფეხბურთელი მადრიდის "რეალში" 2018 წელს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ფლამენგოდან" გადაბარგდა და მას შემდეგ გუნდთან ერთად ორჯერ ლა ლიგა, ორჯერ ესპანეთის სუპერ თასი, უეფას ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები