Belive

ოფიციალურად: ცნობილია ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მსაჯები

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ოფიციალურად ცნობილი გახდა, თუ რომელი მსაჯები იქნებიან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. უეფამ ტურნირისთვის დანიშნული 18 მსაჯის სია გამოაქვეყნა:

  • ენტონი ტეილორი (ინგლისი)

  • მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

  • ხესუს ხილ მანსანო (ესპანეთი)

  • ისტვან კოვაჩი (რუმინეთი)

  • ივან კრუჟლიაკი (სლოვაკია)

  • შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

  • დანი მაკკელიე (ჰოლანდია)

  • დანიელე ორსატო (იტალია)

  • მარკო გუიდა (იტალია)

  • ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

  • დანიელ ზიბერტი (გერმანია)

  • კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

  • ფრანსუა ლეტექსი (საფრანგეთი)

  • არტურ სოარეს დიასი (პორტუგალია)

  • ჰალილ უმუტ მელერი (თურქეთი)

  • სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

  • გლენ ნიბერგი (შვედეთი)

  • სანდრო შერერი (შვეიცარია)

ევრო 2024-ის ჩემპიონატი 14 ივნისს მიუნხენის "ალიანს არენაზე" მასპინძელი გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრების მატჩით გაიხსნება. ფინალური მატჩი 14 ივლისს ბერლინის "ოლიმპია" სტადიონზე გაიმართება. მიუნხენისა და ბერლინის გარდა, ტურნირის მატჩები გაიმართება დორტმუნდში, გელზენკირხენში, დიუსელდორფში, ფრანკფურტში, ჰამბურგში, კიოლნში, ლაიფციგში და შტუტგარტში.

სხვა სტატიები