Belive

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გუნდები შესაძლოა 26-კაციანი განაცხადით წარდგნენ

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გუნდები შესაძლოა არა 23-კაციანი განაცხადით, არამედ 26-იანით წარდგნენ, ამის შესახებ ინფორმაციას BBC Sport აქვეყნებს. როგორც გამოცემაში იწერება, ჯერ ჯერობით უეფას კომიტეტის სხდომა გაიმართა და დელეგატებმა ლიმიტის გაზრდას მხარი დაუჭირეს, საბოლოოდ წესების ცვლილება UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს. დაზუსტებული ინფორმაცია კვირის ბოლოს იქნება ცნობილი.

შეგახსენებთ, იგივე წესი ამოქმედდა წინა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც კოვიდ პანდემიის დროს 23-კაციანი განაცხადის ლიმიტი 26-მდე გაიზარდა.

სხვა სტატიები