Belive

ოფიციალურად | სეზონის ბოლოს მარსელინიო ვილიარეალს დატოვებს

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვილიარეალისა და მარსელინიოს გზები გაიყოფა - ამის შესახებ ესპანურმა გუნდმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და დაწერეს, რომ სეზონის ბოლოს ესპანელ მწვრთნელს დაემშვიდობებიან.

ვილიარეალი მადლობას უხდის მარსელინოს და მის სამწვრთნელო შტაბს მათი პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და პირველივე დღიდან შრომისმოყვარეობისთვის, ასევე ყოველდღიური თავდადებისთვის და გუნდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის იმ შვიდი სეზონის განმავლობაში, როდესაც ის გუნდს ორ ცალკეულ პერიოდში ხელმძღვანელობდა (2013-2016 და 2023-2026).

მარსელინიო კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის მქონე მწვრთნელი გახდა - ყველა შეჯიბრში 298 თამაშით დაასრულა და დღემდე 145 გამარჯვებით კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვების მფლობელია.

ასევე, მარსელინიო გახდა პირველი მწვრთნელი ვილიარეალის ისტორიაში, რომელმაც კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ორ სეზონში გაიყვანა.

ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ რატომ ემშვიდობება ვილიარეალი 60 წლის მთავარ მწვრთნელს, თუმცა განცხადებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება ორმხრივი ურთიერთშეთანხმების შემდეგ მიიღეს.

სხვა სტატიები