Belive

ოფიციალურად: საბა საზონოვი ტორინოს ფეხბურთელია

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა საბა საზონოვმა კარიერა "დინამო მოსკოვიდან" "ტორინოში" გააგრძელა. ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერის ფასი სამ მილიონ ევროს შეადგენს. 

ქართველმა მცველმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და გუნდმა ოფიციალურადაც გაიფორმა.

ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს ტურინულმა კლუბმა ორიგინალური ვიდეო მიუძღვნა. 

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქართველი ცენტრალური მცველი 15 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 

ორი ტურის შემდეგ, "ტორინოს" სერია ა-ში მოგება არ უფიქსირდება. ტურინულ კლუბს მხოლოდ ერთი ქულა აქვს  და მე-17 პოზიციას იკავებს. 

სხვა სტატიები