Belive

"ბოლო დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრები ძალიან განვითარდა" - ვინჩენცო მონტელა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ არენაზე თურქეთის ნაკრებთან 2:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

შეხვედრაში ყველაზე გადამწყვეტი და კრიტიკული მომენტი იყო როდესაც ჩვენმა მოთამაშემ წითელი ბარათი მიიღო. მანამდე უპირატესობა გვქონდა, ამის შემდეგ ვითარება შეიცვალა.

ველოდი თუ არა ვილი სანიოლისგან 4 მცველით თამაშს? წინა თამაშებიდან გამომდინარე ზუსტად ამ სქემისთვის მოვემზადეთ. ამიტომ საქართველოს ნაკრების სქემაში ჩვენთვის განსაკუთრებული და ახალი არაფერი ყოფილა. დიახ, ბოლო ორ წელიწადში ორი შეხვედრა ჩავატარეთ და ორივე დაძაბული გამოდგა, მაგრამ ორივე განსხვავებული მატჩი იყო.

ბოლო დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრები ძალიან განვითარდა. ამიტომ დღევანდელი მატჩი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრასთან შედარებით უფრო რთული და დაძაბული გამოდგა. ისიც აღსანიშნავია, რომ საერთოდ ყველა შესარჩევი ციკლის სტარტი ყოველთვის რთული და დაძაბულია.

გვყავს თუ არა ამჟამად თურქეთის ნაკრების ისტროიაში საუკეთესო თაობა? ჩვენი ნაკრები ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება. ყოველი მატჩის წინ ახლიდან ხდება ტაქტიკური სქემის დაგეგმვა. ვნახოთ რა იქნება. თურქეთის ნაკრებს ყავს კარგი მოთამაშეები, ვარსკვლავები და ეს გვაიმედებს. - ვინჩენცო მონტელა - თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მომდევნო მატჩს, კვლავ თბილისში ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, შეხვედრა 7 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები