ოფიციალურად: რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გეორგე ჰაჯი გახდა
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინფორმაცია, რომელიც გასულ პერიოდში ვრცელდებოდა, ოფიციალურად დადასტურებულია: რუმინეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად გეორგე ჰაჯი დაინიშნა.
"დიდი პატივია, დიდი პასუხისმგებლობაა კიდევ ერთხელ წარმოვადგინო რუმინეთი, როგორც ეს ფეხბურთელობისას გავაკეთე. იმედი მაქვს, რომ ამას მწვრთნელის რანგშიც წარმატებულად გავაკეთებ", - ამბობს გეორგე ჰაჯი.
გეორგე ჰაჯი რუმინული ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. ის კარიერის განმავლობაში ბარსელონას, მადრიდის რეალის, გალათასარაის, ბრეშას და ბუქარსტის სტიაუას შემადგენლობაში თამაშობდა. ჰაჯიმ სამწვრთნელო კარიერა სწორედ რუმინეთის ნაკრებში 2001 წელს დაიწყო და გუნდს ორ შეხვედრაში უხელმძღვანელა.
რუმინეთი საქართველოს ნაკრების შემდეგი მეტოქეა. ჩვენმა გუნდმა 2026 წლის მესამე ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთს 2 ივნისს უნდა უმასპინძლოს.