Belive

ოფიციალურად | რეალი არსენალის წინააღმდეგ 6 ფეხბურთელის გარეშე ითამაშებს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩები სტარტს 8 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.

უდიდესი ყურადღებაა მიმართული ლონდონისკენ, სადაც "არსენალი" - "რეალს" დაუპირისპირდება. ცნობილი სტატისტიკების საიტი "OptaJoe" კი შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს პროცენტულად "მეთოფეებს" ანიჭებს და მათ შანსებს 50.2%-ით აფასებს.

ამ ყველაფერს კი ის ემატება, რომ "სამეფო კლუბი" ლონდონში 6 ფეხბურთელის გარეშე ჩადის და უკვე ოფიციალურია, რომ მათ, ტრავმის გამო: დანი კარვახალი, დანი სებალიოსი, ედერ მილიტაო, ანდრეი ლუნინი, ფერლან მენდი და აურელიან ჩუამენი დააკლდებათ.

მონატრებული ჩემპიონთა ლიგა 8 აპრილს, 1/4-ფინალური მატჩებით დაბრუნდება, სადაც ერთმანეთს "არსენალი" Vs. "რეალი" და "ბაიერნი" Vs. "ინტერი" დაუპირისპირდებიან.

ლონდონის "არსენალისა" და "სამეფო კლუბის" დაპირისპირება, 8 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები