ოფიციალურად - რასპადორი ატლეტიკოს ფეხბურთელია
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
25 წლის იტალიელი შემტევი, ჯაკომო რასპადორი ატლეტიკოს ფეხბურთელია. როხიბლანკომ რასპადორის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ესპანურ და იტალიურ კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმებით, ნაპოლი 22 მილიონ ევროს მიიღებს, რომელსაც ბონუსების სახით კიდევ 4 მილიონი დაემატება. რაც შეეხება რასპადორის - შემტევმა ატლეტიკოსთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანაზღაურების სახით, წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს.
Jack in his new home ❤️🤍 pic.twitter.com/OOVHy66jDL
— Atlético de Madrid (@atletienglish) August 11, 2025
რასპადორიმ სერია A-ს გასულ სეზონში ნაპოლის მაისური 26 მატჩში მოირგო, სადაც 6 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.