Belive

ოფიციალურად: პატრიკ ვიეირა ჯენოას აღარ გაწვრთნის

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, პატრიკ ვიეირა ჯენოას მთავარი მწვრთნელი აღარ არის, ამის შესახებ თავად იტალიურმა გუნდმა განაცხადა. ფრანგი სპეციალისტი, გენუელებმა დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე სეზონში დაფიქსირებული ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

ჯენოა 9 ტურის შემდეგ გამარჯვების გარეშეა, სერია A-ში მათ მხოლოდ 3 ქულა აქვთ და ბოლო ადგილზე იმყოფებიან (0 მოგება, 3 ფრე, 6 მარცხი).

კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ გუნდის დროებით მთავარ მწვრთნელად რობერტო მურგიტა დაინიშნება, რომლის ასისტენტი დომენიკო კრიშიტო იქნება.

შეგახსენებთ, რომ პატრიკ ვიეირა ჯენოას მთავარ მწვრთნელად 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა, ჯენოამ მისი გუნდში მუშაობის პერიოდში 37 შეხვედრა ჩაატარა და ფრანგის ანგარიშზე 10 მოგება, 12 ფრე და 15 მარცხია.

სხვა სტატიები