Belive

დე როსი ბრუნდება | რომას ლეგენდას იტალიური გუნდი ჩააბარეს

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

რომას ლეგენდარული კაპიტანი, დანიელე დე როსი სამწვრთნელო კარიერაში ახალ ნაბიჯს დგამს.

ვეტერანი იტალიელი ჯენოას ჩაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაციას გენუური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მხარეებს შორის კონტრაქტი ამ სეზონს ითვალისწინებს, სადაც კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პუნქტიც არის განხილული.

42 წლის დე როსი უკვე შეხვდა ფეხბურთელებს და 6 ნოემბერს საწყის ვარჯიშსაც ჩაატარებს.

დანიელე დე როსი, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა იტალიის ნაკრებში რობერტო მანჩინის ასისტენტის რანგში დაიწყო, სპალს და რომას ხელმძღვანელობდა.

ჯენოა 10 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა და შემდეგ მატჩს 9 ნოემბერს, ფიორენტინასთან გამართავს.

სხვა სტატიები