Belive

ოფიციალურად | მოჰამედ სალაჰი ტრაბზონსპორის ფეხბურთელია

19 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მოჰამედ სალაჰი კარიერას ტრაბზონსპორში გააგრძელებს. მას შემდეგ, რაც სალაჰისთვის, ცხრა წლიანი მერსისაიდული კარიერა დასრულდა, 34 წლის ფეხბურთელი ახალი კლუბის ძიებაში იყო. ბევრი იმასაც ვარაუდობდა, რომ ეგვიპტელი ვინგერი კარიერას საუდის პრო ლიგაში გააგრძელებდა, მაგრამ საბოლოოდ, სალაჰმა თურქეთში თამაში აირჩია.

სალაჰისთვის რამდენიმე კლუბი იბრძოდა. მათ შორის კიდევ ერთი თურქული გუნდი - ბეშიქთაში. თუმცა ეს გარიგება ფინანსური მიზეზების გამო ჩაიშალა. სტამბოლურმა კლუბმა საჯაროდ დაადასტურა, რომ სახელფასო პოლიტიკას არ დაარღვევდა და სალაჰის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, არსებულ ლიმიტებს არ გადააჭარდბებდა.

რაც შეეხება ტრაბზონსპორს, გუნდი, ტრანსფერის მიმდინარეობის შესახებ, გულშემატკივრებს აქტიურად აწვდის ინფორმაციას და სოციალურ ქსელებში სალაჰის თურქეთში ჩასვლის დეტალებიც გაასაჯაროვა. ამასთან ერთად, გავრცელებული ინფორმაციით, თურქულმა კლუბმა, სალაჰს, წლიურად, 17 მილიონიანი ევროს ღირებულების კონტრაქტი შეთავაზა, რაც თურქული ფეხბურთის ისტორიაში, ყველა დროის, ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა.

ტრაბზონსპორში იმედი აქვთ, რომ მოჰამედ სალაჰის ტრანსფერი გუნდს თურქეთის სუპერლიგის ტიტულის დაბრუნებაში დაეხმარება. გუნდი ჩემპიონი ბოლოს 4 წლის წინ, 2022 წელს გახდა. ეგვიპტელი ფარაონის გარდა, გუნდში, სხვა რამდენიმე ყოფილი პრემიერ ლიგელიც ირიცხება. მათ შორის არიან მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მეკარე ანდრე ონანა და 35 წლის ცენტრალური მცველი სტეფან სავიჩი, რომელიც 2011/12 წლებში მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავდა.

ეს ტრანსფერები კლუბის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია. ტრაბზონსპორი ცდილობს, 2025/26 წლების სეზონის შედეგი გააუმჯობესოს. ბოლო სეზონში, გუნდმა, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა და მეორე ადგილოსან ფენერბახჩეს 5, ხოლო ჩემპიონ გალათასარაის 8 ქულით ჩამორჩა.

სხვა სტატიები