ოფიციალურად: ლუკა გაგნიძე მოსკოვის დინამოდან გრანადაში გადავიდა
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად, 22 წლის ლუკა გაგნიძე ლა ლიგა 2-ის გუნდ გრანადაში იასპარეზებს. ქართველი ფეხბურთელი ესპანურ კლუბში დინამო მოსკოვიდან 1-წლიანი იჯარით გადავიდა.
ლუკა გაგნიძე დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, თბილისურმა კლუბმა კი 2021 წელს ფეხბურთელი მოსკოვის დინამოში 1.5 მილიონ ევროდ გაყიდა. მას შემდეგ ნახევარმცველს იჯარით უთამაშია რუსულ ურალში, პოლონურ რაკოვში, კვლავ რუსეთში ამჯერად სამარაში და ბოლოს მოსკოვის დინამოში დაბრუნდა, სადაც 55 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 3 გოლი, 4 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.
სულ კარიერის განმავლობაში 95 მატჩი აქვს ჩატარებული, რა დროშიც 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.