Belive

ოფიციალურად: ლუკა გადრანი ბეითარში გადავიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, ლუკა გადრანი იერუსალიმის ბეითარში გადავიდა. ალმაატის კაირატმა ქართველი ფეხბურთელი 100 000 ევროს სანაცვლოდ გაუშვა. 28 წლის მცველმა ისრაელის გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლუკა გადრანმა კარიერა 2015 წელს ვიტ ჯორჯიაში დაიწყო, შემდეგ იყო დინამო თბილისი, ალავესი B, ცხინვალი, რუსთავი, შაჰინ ბუშერი, ვალმიერა, თარაზი, აკტობე და ბოლოს იყო ალმაატის კაირატი.

ბეითარი ისრაელის უმაღლეს ჩემპიონატშია, 2 ტურის შემდეგ იერუსალიმის გუნდს 1 მოგება და 1 ფრე უფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ კაირატი მიმდინარე წელს ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. გადრანმა გასულ სეზონში ყაზახეთის ჩემპიონობა იზეიმა.

View this post on Instagram

A post shared by Beitar Jerusalem F.C Official (@fcbeitar)

სხვა სტატიები