სპორტინგის ფანები გიორგი ქოჩორაშვილის თამაშით უკმაყოფილო დარჩნენ
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში, ლისაბონის სპორტინგმა საკუთარ მოედანზე ალმაატის კაირატს უმასპინძლა და მეტოქე მარტივად, 4:1 დაამარცხა.
მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო გიორგი ქოჩორაშვილმა და ტრინკაუს, პირველი გოლის დროს, საგოლე გადაცემაც გაუკეთა, რაც მისი პირველი საგოლე მოქმედება იყო როგორც ახალ გუნდში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე - მიუხედავად ამისა, ქართველის სათამაშო ხარისხს, X-ზე, სპორტინგის ფანები აკრიტიკებენ.
ქოჩორაშვილის ადაპტაცია შეუფერხებლად არ მიდის. ცენტრალურ დერეფანში ნებისმიერი შეცდომა შეიძლება დაისაჯოს. პირველი შეხების უფრო მეტად მოზომვა მოუწევს.
კიდევ ერთი იმედგამაცრუებელი თამაში ჰიულმანდ-ქოჩორაშვილის დუეტისგან... სულ უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ქოჩოს არ აქვს საკმარისი გამძლეობა სასტარტო შემადგენლობაში სათამაშოდ, მით უმეტეს, ორკაციან ნახევარდაცვაში.
კაირატის წინააღმდეგ ეს მატჩი აჩვენებს, რომ ქოჩორაშვილი აღარ არის მზად მორიტას შესაცვლელად. ის კვლავ ბევრ შეცდომას უშვებს. შეცდომებს, რომლებიც მორიტას თითქმის არ მოსდის. ამ ორს შორის განსხვავება დიდია. მომწონს ქოჩოს ტიპაჟი, მაგრამ მორიტა გაცილებით უკეთესია.
ქოჩორაშვილმა სეზონის ამ ადრეულ ეტაპზე იმედი გამიცრუა.
ის ბევრ შეცდომას უშვებს 'სასიკვდილო' ზონებში. მიუხედავად მისი გადაცემებისა, რაშიც კარგად გამოიყურება, მაინც არასაკმარისია.
ქოჩორაშვილმა ჯერ ვერ დამარწმუნა. ის ჩვენნაირი გუნდისთვის ძალიან არასტაბილურად გამოიყურება.
ქოჩორაშვილს დიდი სირთულეები აქვს თამაშის ორგანიზებაში, ბევრ არასწორ პასს აკეთებს და თამაშის წარმართვისას გარკვეულ დეზორიენტაციას ავლენს.
ქოჩორაშვილი არ არის დამაჯერებელი. ცუდი იდეა არ იქნებოდა მისი შეცვლა, თუნდაც ტაიმის დასრულებამდე (პირველი ტაიმის მიმდინარეობისას).
- ვკითხულობთ X-ზე
გიორგი ქოჩორაშვილმა მე-4 წუთზე მიიღო ყვითელი ბარათი. მწვრთნელმა ის 61-ე წუთზე შეცვალა. ქართველმა სპორტინგის ბოლო 4 შეხვედრა პირველივე წუთიდან დაიწყო (ტრავმირებული იყო ძირითადის ფეხბურთელი (ჰიდემასა მორიტა), რომელიც დღეს დაბრუნდა და ქოჩორაშვილი სწორედ მან შეცვალა.