Belive

ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბარსელონას უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. 59-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მიმდინარეობისას დაზიანება მიიღო და მისი შეცვლა გახდა საჭირო, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ტრავმა საკმაოდ მძიმეა.

პარი სენ-ჟერმენის განცხადება ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ:

მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო, ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება. - პარი სენ-ჟერმენის განცხადება

პარი სენ-ჟერმენისა და ბარსელონას მატჩის მიმდინარეობისას პარიზულმა გუნდმა 3 იძულებითი ცვლილება გააკეთა, ხვიჩა კვარაცხელიას ცვლილების გარდა მათ ასევე მარკინიოსის და დემბელეს შეცვლაც მოუწიათ.

ამ დროისთვის პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფაზას 3 ტურის შემდეგ 9 ქულით ლივერპულთან ერთად ლიდერობს.

სხვა სტატიები