ოფიციალურად | იამალი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა
Transfermarkt-მა სატრანსფერო ღირებულებები განაახლა, სადაც ერთი დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი აქამდე თუ 4 ერთად იყო, ახლა პირველ პოზიციაზე 18 წლის ლამინე იამალმა გადაინაცვლა და მისი სატრანსფერო ღირებულება 200 მილიონად არის შეფასებული.
TOP 10
ლამინე იამალი - €200 მილიონი
ჯუდ ბელინგემი - €180 მილიონი
ერლინგ ჰოლანდი - €180 მილიონი
კილიან მბაპე - €180 მილიონი
ვინისიუსი - €150 მილიონი
პედრი - €140 მილიონი
ჯამალ მუსიალა - €140 მილიონი
ბუკაიო საკა - €140 მილიონი
ალექსანდრ ისაკი - €140 მილიონი
ფლორიან ვირცი, მაიკლ ოლისე, ფედერიკო ვალვერდე - €130 მილიონი
💸🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Latest market value's after Transfermarkt's new update:
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) December 3, 2025
1. Lamine Yamal (€200M)
2. Bellingham (€180M)
3. Haaland (€180M)
4. Mbappé (€180M)
5. Vinicius (€150M)
6. Pedri (€140M)
7. Musiala (€140M
8. Saka (€140M)
9. Isak (€140M)
10. Wirtz (€130M) pic.twitter.com/UKlmM3Crql
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის ისტორიაში აქამდე არასდროს დაფიქსირებულა ის ფაქტი, როდესაც 18 წლის ფეხბურთელი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გამხდარიყო.
ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2023 წელს ლამინე იამალის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონს შეადგენდა, თუმცა ეს თანხა თვიდან-თვემდე ელვის სისწრაფით იზრდებოდა. 2024 წლის მიწურულს იამალის ფასი 180 მილიონი გახდა და პირველ ადგილს ჰოლანდთან, მბაპესთან და ბელინგემთან ერთად ინაწილებდა, ახლა კი იგი პირველ პოზიციაზე მოგვევლინა.