ოფიციალურად: გიორგი წიტაიშვილი ლიგა 1-ის მეცში ითამაშებს
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ მეცში გადავიდა. 24 წლის ქართველი ფეხბურთელი ფრანგულ გუნდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა. მეცი გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში ასპარეზობდა, მაგრამ მოახერხა და უმაღლეს ლიგაში აღზევდა.
წარდგენის შემდეგ გიორგი წიტაიშვილმა კომენტარიც გააკეთა:
მოხარული ვარ, რომ ამ შესანიშნავ გუნდს შევუერთდი. ქართველებს მეცთან ძალიან კარგი მოგონებები აკავშირებთ, აქ მოსვლამდე გიორგი მიქაუტაძეს ვესაუბრე და მან კლუბზე მხოლოდ კარგი რაღაცები მითხრა, სწორედ ამიტომ არ მიყოყმანია და სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეცში გადავსულიყავი.
იმედი მაქვს, რომ კლუბს ლიგა 1-ში დარჩენაში დავეხმარები. შევეცდები, რომ აქ ჩემი თავის საუკეთესო მხარეები წარმოვაჩინო, მეცში გამარჯვებისთვის მოვედი. - გიორგი წიტაიშვილი
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი დინამო კიევის საკუთრებაა, მაგრამ იჯარით უასპარეზია შემდეგ გუნდებში: პოლტავას ვორსკლა, ოდესის ჩერნომორეცი, კრაკოვის ვისლა, ლეხ პოზნანი, დინამო ბათუმი და გრანადა.
ბოლოს ქართველი ფეხბურთელი ლიგა 2-ის გრანადაში ასპარეზობდა, სადაც 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 7 გოლი, გააკეთა 4 საგოლე გადაცემა