ოფიციალურად: ფედერიკო კიეზა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩში არ ითამაშებს
12 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად, იტალიის ეროვნული ნაკრების მომდევნო შეხვედრაში ლივერპულის შემტევ ფედერიკო კიეზას ბოლონიას ფორვარდი ნიკოლო კამბიაგი ჩაანაცვლებს, ინფორმაციას იტალიის ფეხბურთის ფედერაცია აქვეყნებს. წყაროს ცნობით, ფედერალურ ტექნიკურ ცენტრში მისვლისთანავე კიეზას ფიზიკური მდგომარეობა შეფასდა და ის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩისთვის მიუწვდომლად ჩაითვალა და საწვრთნელი ბანაკი უკვე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალს 26 მარტს ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს, აქ გამარჯვების შემთხვევაში მათი მომდევნო მეტოქე უელსისა და ბოსნია ჰერცოგოვინის წყვილში გამარჯვებული იქნება.