Belive

ოფიციალურად: ბოლო ტურის შემდეგ დე ძერბი ბრაიტონს დატოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბრაიტონმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელი, რობერტო დე ძერბი კლუბს პრემიერლიგის სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ დატოვებს. გამომშვიდოება მოხდება "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ, American Express Stadium-ზე.

დე ძერბი კლუბს 2022 წლის სექტემბერში შეუერთდა, გრეჰემ პოტერის "ჩელსიში" წასვლის შემდეგ. იტალიელმა სპეციალისტმა ბრაიტონი ევროპა ლიგის საუკეთესო 16 გუნდში მოახვედრა.

რობერტომ გვაჩუქა ორი შესანიშნავი სეზონი, რომელშიც მან კლუბი ახალ სიმაღლეებზე აიყვანა, განსაკუთრებით ჩვენი პირველი ევროპული თავგადასავალი, რომელიც დიდხანს დარჩება ალბიონის გულშემატკივრების მეხსიერებაში - აღნიშნა ბრაიტონის თავმჯდომარემ, ტონი ბლუმმა
ძალიან სამწუხაროა, რომ ბრაიტონს ვტოვებ, მაგრამ ძალიან ვამაყობ იმით, რასაც ჩემმა ფეხბურთელებმა და თანამშრომლებმა მიაღწიეს - ჩვენი საოცარი გულშემატკივრების მხარდაჭერით, გასულ ორ ისტორიულ სეზონში.

მე ნამდვილად მომეწონა პრემიერლიგაში მუშაობის ინტენსიური და რთული ორი წელი, ახლა წასვლა მაძლევს დროს, რომ შევისვენო და ჩემს სამომავლო გეგმებზე დავფიქრდე - განაცხადა რობერტო დე ძერბიმ

პრემიერლიგის ხვალინდელი მატჩის შემდეგ ბრაიტონს დატოვებენ დე ძერბის გარემოცვის წევრებიც: ანდრეა მალდერა, რიკარდ სეგარა, მარკატილიო მარკატილი, ვინჩენცო ტერეზა, აგოსტინო ტიბაუდი, მარჩელო კვინტო და ენრიკო ვენტურელი.

სხვა სტატიები