Belive

რიშარლისონმა დე ძერბის შეუტია

23 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ტოტენჰემში რიშარლისონის მდგომარეობა სულ უფრო რთულდება. რობერტო დე ძერბიმ ბრაზილიელი პრემიერ ლიგის განაცხადს მიღმა დატოვა. შემდეგ კი, ინგლისის ლიგის თასზე, ლივერპულთან შეხვედრის წინ, სიაშიც კი არ შეიყვანა. იტალიელმა მწვრთნელმა, ეს გადაწყვეტილება ტოტენჰემისთვის, განსაკუთრებით მგრძნობიარე პერიოდში მიიღო. გუნდს, სეზონის დასაწყისში, შეტევაში, სერიოზული პრობლემები აქვს. სპურსმა პრემიერ ლიგის პირველ ოთხ მატჩში გოლი ვერ გაიტანა, რამაც დამატებითი ეჭვები და კითხვები გააჩინა, ლონდონელთა თავკაცის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

დე ძერბის კომენტარების გავრცელების შემდეგ, რიშარლისონმა, საკუთარ ინსტაგრამზე საკმაოდ ემოციური პოსტი პოსტი გამოაქვეყნა წარწერით, "რატომ"? ამით, ბრაზილელმა, ერთგვარად მიანიშნა იტალიელ სპეციალისტს, რომ გადაწყვეტილებას არ უწონებდა. Daily Mail-ის ინფორმაციით, რიშარლისონი, ამჟამად, დე ძერბის გეგმებში არ შედის. იმის ფონზე, რომ მას ინგლისის ლიგის თასზე თამაშის უფლება ჰქონდა, ლივერპულთან მატჩის წინ, მისი განაცხადს მიღმა დატოვება კიდევ უფრო გაუგებარი ხდება.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ტოტენჰემს, შეტევაში გამოსავლის პოვნა სასწრაფოდ ჭირდება. დე ძერბიზე წნეხი იზრდება. იტალიელ მწვრთნელი ორმაგი დილემის წინაშე დგას. ერთი მხრივ, მან გზა უნდა იპოვოს, რათა ტოტენჰემმა გოლების გატანა შეძლოს და მეორე მხრივ, ბრაზილიელის მომავლი უნდა განზასზღვროს, რომელიც გასულ სეზონში ტოტენჰემის საუკეთესო ბომბარდირი იყო.

სხვა სტატიები