ოფიციალურად | ბარსელონას ატლეტიკოსთან დაპირისპირების წინ რაფინია გამოაკლდა
ბარსელონას ბრაზილიელი ვარსკვლავი - რაფინია, ესპანეთის თასის 1/2-ფინალური დაპირისპირების წინ ტრავმირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მადრიდის ატლეტიკოსთან გასამართ მატჩს გამოტოვებს.
რაფინიამ დაზიანება ელჩესთან მოგებულ მატჩში (1-3) მიიღო. ამ ტრავმის გამო მან უკვე გამოტოვა ალბასეტესთან და მალიორკასთან გამართული დაპირისპირებები, დღეს კი ესპანურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ რაფინიამ ვერც გუშინ და დღეს ივარჯიშა, რის გამოც მისი ატლეტიკოსთან თამაში გამორიცხულია.
Barcelona forward Raphinha is facing a race against time to be fit for Thursday’s #CopadelRey semi‑final first leg against Atlético Madrid, with a muscle injury leaving his participation in doubt. pic.twitter.com/rRlM4wSmNY
— SBOTOP (@sbotopofcl) February 10, 2026
რაფინამ ამ სეზონში ტრავმის გამო უკვე 12 მატჩი გამოტოვა, ხვალინდელი მატჩი კი მე-13 იქნება. წინა სეზონში მან ტრავმის გამო მხოლოდ 7 მატჩი გამოტოვა...
ბარსელონასა და ატლეტიკოს სათასო 1/2-ფინალური დაპირისპირება 12 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.