ოფიციალურად: აზერბაიჯანის ნაკრებმა ფერნანდუ სანტუში გაათავისუფლა
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
აზერბაიჯანის ეროვნულმა ნაკრებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფერნანდუ სანტუში გაათავისუფლა, ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ჯაჰანგირ ფარაჯულაევმა გააკეთა.
70 წლის სპეციალისტი ეროვნულ ნაკრებში 2024 წელს დაინიშნა, ამ ხნის განმავლობაში მან აზერბაიჯანის ნაკრებს 11 მატჩში უხელმძღვანელა და ვერცერთი მოიგო - 9 მარცხი, 2 ფრე. გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში აზერბაიჯანი ისლანდიასთან 5:0 დამარცხდა.
სანტუშს კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებდა.
🇦🇿 Azerbaycan Futbol Federasyonu, teknik direktör Fernando Santos'un görevine son verildiğini açıkladı!
— beIN SPORTS Türkiye (@beINSPORTS_TR) September 8, 2025
📋 Fernando Santos'un Azerbaycan milli takımındaki performansı
🆚 11 maç
❌ 9 mağlubiyet
🤝 2 beraberlik pic.twitter.com/eDtk3DM7Vl