Belive

ოფიციალურად | ანსუ ფატი მონაკოს ფეხბურთელია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

22 წლის ესპანელი - ანსუ ფატი მონაკოს ფეხბურთელია. ფატიმ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, რის მიხედვითაც იგი ბარსელონადან განათხოვრდა, თუმცა მონაკოს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს (€11 მილიონი ევრო).

ანსუ ფატი მონაკოში 31-ნომრიან მაისურს მოირგებს.

ასე და ამგვარად, ფრანგული კლუბი გაძლიერებას განაგრძობს - მონაკომ უკვე შეძლო და შეიძინა პოლ პოგბა, ასევე ერიკ დაიერი და ახლა უკვე ანსუ ფატიც...

ანსუ ფატი ბარსელონას გაზრდილი და "ლა მასიას" წევრია. იგი პირველ გუნდში 2019/2020 წლების სეზონიდან გამოჩნდა, თუმცა ხშირი ტრავმიანობისა და უთამაშებლობის გამო, კლუბმა გადაწყვიტა, რომ იგი ბრაიტონში გაენათხოვრებინათ. ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ მან 11 მატჩი ჩაატარა, სადაც გულშემატკივარს თავი ვერაფერით დაამახსოვრა.

სხვა სტატიები