Belive

ოფიციალურად: ანდონი ირაოლა ლივერპულის მწვრთნელი გახდა

23 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ანდონი ირაოლა კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება. ესპანელი არნე სლოტს ჩაანაცვლებს.

ირაოლა ლივერპულში ბორნმუთიდან, სამი შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ და ყველა დროის საუკეთესო შედეგით მიდის. ბორნმუთში მისი პერიოდი პროგრესული სათამაშო სტილით შეფასდა, რამაც კულმინაციას „ალუბლების“ ევროპის ლიგაზე ისტორიაში პირველად გასვლით მიაღწია - ბორნმუთი პრემიერ ლიგაში მეექვსე ადგილზე გავიდა.

ახალი მწვრთნელი აღფრთოვანებულია მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში მისვლით.

ლივერპულით მისაზიდად ბევრი რამ არ არის საჭირო. ლივერპული ლივერპულია. ცხადია, ატმოსფერო, გულშემატკივრები, კლუბი, ფეხბურთელები, ჩემთვის მაღალი დონის მოთამაშეების მწვრთნელობის შანსი, ტიტულებისთვის ბრძოლის შანსი. ვფიქრობ, ამაზე უფრო მიმზიდველი არაფერია. ძალიან აღფრთოვანებული ვარ და მინდასწრაფად დავიწყო საქმე. - განცხადა ანდონი ირაოლამ

სხვა სტატიები