ოფიციალურად | ალესანდრო ფლორენციმ კარიერა 34 წლის ასაკში დაასრულა
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
34 წლის იტალიელმა მარჯვენა მცველმა - ალესანდრო ფლორენციმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ევროპის ჩემპიონმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და მრავალწლიანი გულშემატკივრობისთვისა და სიყვარულისთვის, გულშემატკივრებსა და მის საყვარელ ადამიანებს მადლობა გადაუხადა.
„დღეს მე თქვენ გვემშვიდობებით, მაგრამ თქვენ ყოველთვის ჩემი ნაწილი იქნებით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, ოჯახის წევრებს, მწვრთნელებსა და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მთელი ამ კარიერის განმავლობაში, ჩემს გვერდით იდექით..." - ალესანდრო ფლორენცი
34 წლის მცველმა კარიერა დედაქალაქურ გრანდში - რომაში დაიწყო, სადაც 10 წელი გაატარა და 227 მატჩი ჩაატარა, რა პერიოდშიც 25 გოლის გატანა შეძლო.
წლების განმავლობაში იგი: კროტონეში, ვალენსიასა და პსჟ-ში იყო განათხოვრებული, კარიერის ბოლო 3 წელი კი მილანში გაატარა, სადაც 2021/2022 წლების სეზონში სერია A მოიგო.
გარდა საკლუბო კარიერისა, ფლორენცი 2021 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.