Belive

"ოდესმე ყველაფერს მოვყვები" - როსენიორი ჩელსის უპატივცემულობაში ადანაშაულებს

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ჩელსის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლიამ როსენიორმა "არისტოკრატების" სემადგენლობაში გატარებულ რთულ პერიოდზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ მოგვიანებით კულისებს მიღმა მომხდარი დეტალების შესახებ მოჰყვება.

როსენიორმა აღიარა, რომ ჯერ არ არის მზად სტემფორდ ბრიჯზე გატარებული დროის სრული დეტალების გასაჯაროვებლად, თუმცა მომავალში ამის გაკეთების პირობას დებს. ის განსაკუთრებით გააოცა გუნდის წარმატებული დაწყების რეაქციამ, როდესაც ჩელსიმ ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო.

"ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო და ამავდროულად ყველაზე რთული გამოცდილება. ახლა დეტალებში შესვლა არ მინდა, მაგრამ ოდესმე, როცა შესაბამისი მომენტი დადგება, ყველაფერს მოვყვები. ქვეყანაში, სადაც ტოლერანტობა მნიშვნელოვანი ღირებულებაა, იმას, რაც იქ მოხდა, ფეხბურთთან საერთო არაფერი ჰქონდა.

ყველაზე მეტად დასაწყისი მაფორიაქებდა, როდესაც ზედიზედ ხუთი მატჩი მოვიგეთ. ამ შედეგით ნებისმიერი კლუბი ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ არა ჩელსი. კარგი შედეგების შემდეგ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდები და მერე მედიაში ყველაფერი დიდი ამბავი ხდება.

დამცინოდნენ გარნაჩოსთვის მიწერილ ფურცელზე დაწერილი მითითებებისთვის, პარი სენ-ჟერმენთან მატჩის დროს, როდესაც ათი კაცით ვთამაშობდით. დამცინოდნენ ჩემი ტანსაცმლისა და კომუნიკაციის მანერის გამო. მაგრამ მე კლოუნი არ ვარ. ოდესმე ავხსნი, რეალურად რა მოხდა", - ამბობს როსენიორი.

როსენიორმა ლონდონის ჩელსიში 2026 წლის იანვრიდან აპრილამდე იმუშავა და ამ პერიოდში გუნდს 22 მატჩში უხელმძღვანელა.

სხვა სტატიები