Belive

ჰარი კეინი: "მთავარი მიზანი ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოქროს ბურთის მოქმედმა გამარჯვებულმა, ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის მოგება კარიერის გამორჩეულ მიზნად დაასახელა.

"დიახ, აბსოლუტურად: ჩემპიონთა ლიგა დიდი მიზანია ჩემთვის, ისევე როგორც ამ კლუბისა და გუნდისთვის. მე აქ 2029 წლამდე დავრჩები. რა თქმა უნდა, ვიცრუებდი, რომ მეთქვა, ამ პერიოდში არ მინდა ჩემპიონთა ლიგის მინიმუმ ერთი ტიტულის მოგებათქო", - ამბობს ჰარი კეინი.

ინგლისელი ბაიერნს 2023 წლის ზაფხულში, ტოტენჰემში ხანგრძლივი პერიოდის გატარების შემდეგ შეუერთდა. გერმანიაში გადასვლამ მის კარიერაში ახალი ეტაპი გახსნა, ახლა კი მისი მთავარი მიზანი მიღწევების სიაში ჩემპიონთა ლიგის თასის ჩაწერაა.

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ბაიერნთან კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა.

სხვა სტატიები