Belive

ნოტინგემის მფლობელი მოედანზე შეიჭრა და მთავარ მწვრთნელს დაუპირისპირდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში, "ნოტინგემი" აუტსაიდერ "ლესტერს" დაუპირისპირდა, რომლის დამარცხებაც ვერ შეძლო.

"სითი გრაუნდზე" გამართული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და მართალია "ნოტინგემი" ევროტურნირებზე გამსვლელ გუნდებს შორისაა, კლუბს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან გაუჭირდება. მატჩის შედეგით უკმაყოფილო ევანგელოს მარინაკისი საფინალო სასტვენის შემდეგ, მოედანზე შეიჭრა და ნუნო ესპირიტო სანტოს სიტყვიერად დაუპირისპირდა. "ნოტინგემის" მფლობელისა და მთავარი მწვრთნელის სიტყვიერი დაპირისპირების ამსახველი კადრები, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

სხვა სტატიები