Belive

ოფიციალურად: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ ნოტინგემ ფორესტიდან გაათავისუფლეს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, ნუნუ ეშპირიტუ სანტუ ნოტინგემ ფორესტის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ბოლო დროის განმავლობაში ხშირი იყო საუბრები მისი გათავისუფლების შესახებ, სეზონის დაწყებიდან კი სულ რაღაც 3 თამაშის შემდეგ ის გუნდიდან გაუშვეს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს გუნდის მფლობელ ევანგელოს მარინაკისთან ურთიერთობა გაუფუჭდა.

ნოტინგემ ფორესტი მწვრთნელს ეძებს, პრეტენდენტად კი ტოტენჰემის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანგე პოსტეკოღლუ მოიაზრება.

ნუნუ ეშპირიტუ სანტუ გუნდს 2023 წლიდან წვრთნის, ამ დროის განმავლობაში მან ფორესტს 71 შეხვედრაში უხელმძღვანელა და 30 შეხვედრა მოიგო, 15 ფრედ დაასრულა, 26 კი წააგო. პრემიერ ლიგის ახალ სეზონში ნოტინგემს 3 თამაშის შემდეგ 1 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი აქვს.

სხვა სტატიები