Belive

ნოემბრის ტესტები | საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტებზე 3 საშინაო მატჩს გამართავს. ბორჯღალოსნები აშშ-სა და კანადას ბათუმში უმასპინძლებენ, ხოლო იაპონიას თბილისში შეერკინებიან.

“ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა - რიჩარდ ქოქრილმა, 35 კაციანი გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა.

35 კაციანი გაფართოებული შემადგენლობა

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტ-მატჩებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის წილიყრაზე მოახდენს გავლენას. იმისთვის, რომ საქართველო წილისყრაზე მეორე კალათში მოხვდეს, ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის რეიტინგში საუკეთესო თორმეტეულში უნდა შეინარჩუნონ ადგილი.

ამ დროისთვის საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს.