Belive

ნიუკასლის კაპიტანს ქუჩაში თავს დაესხნენ

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Daily Mail-ის ცნობით, აღნიშნული შემთხვევა კვირას გამთენიისას მოხდა. სავარაუდოდ, თავდასხმა გაძარცვის მიზნით მოხდა. მაშინ როცა ლასელსი ღამის კლუბს ტოვებდა მას და მის ძმას თავს დაესხნენ და იარაღითაც დაემუქრნენ. მოხსენებაში ნათქვამია, რომ "ნიუკასლის" კაპიტანი მხოლოდ თავს იცავდა. ვიდრე ადგილზე პოლიცია გამოჩნდებოდა, დამნაშავეთა ჯგუფმა შემთხვევის ადგილი დატოვა.

სოციალურ ქსელში ამ დაპირისპირების კადრებიც გავრცელდა. 

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "ნიუკასლს" სამი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს. ბოლო შეხვედრა "კაჭკაჭებმა" "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართეს და დრამატულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდნენ. ედი ჰაუს გუნდს სამი ქულა აქვს და პრემიერ ლიგაში მე-13 პოზიციას იკავებს. 

სხვა სტატიები