Belive

ნიკოლო სკირა - კვარაცხელია და ნაპოლი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არიან

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლი'' ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს მართავს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, ქართველი ფეხბურთელის ანაზღაურება წელიწადში 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება:

,,ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივებასთან ახლოს არიან (ხელფასი წელიწადში 4 მილიონი ევრო). გარიგებაში კონტრაქტის 2029 წლამდე გაფორმების ვარიანტიც განიხილება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს...'' - წერს სკირა სოციალურ ქსელში

მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

22 წლის შემტევს ნეაპოლურ გუნდთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები