ლავეცის კვარაცხელიაზე 'ცუდი' ვერ ათქმევინეს
areanapoli.it - მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აშკარად ნეგატიურად აფასებს ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ"-ში გადასვლის გადაწყვეტილებას. სტატიის ძირითადი თემაა კვარაცხელიას ეზეკიელ ლავეცისთან შედარება და მათ შორის განსხვავებების გამოკვეთა, არგენტინელიცა და ქართველიც "ნაპოლიდან" პსჟ-ში გადავიდნენ.
გთავაზობთ სტატიას areanapoli-ზე გამოქვეყნებული სტილის დაცვით:
ნაპოლისა და არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ეზეკიელ ლავეციმ Televomero-ს სტუდიაში ისაუბრა საკუთარ კარიერაზე, ასევე მიმდინარე მოვლენებზე და განიხილა ანტონიო კონტეს გუნდიც, რომელსაც, შუა სეზონში, კვარაცხელიასთან დამშვიდობება მოუწია.
ქართველი ფეხბურთელი, ისევე როგორც ელ პოჩო, პსჟ-ში გადავიდნენ, მაგრამ დიდი განსხვავებაა, რადგან ლავეცი იანვარში თანაგუნდელებს არასოდეს მიატოვებდა. მან ეს გააკეთა ივნისში და სიმართლე გითხრათ, მან თავისი არჩევანი წინასწარ აცნობა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, რომელმაც მისი გაყიდვის წყალობით პირველი მნიშვნელოვანი კაპიტალიც გამოიმუშავა: 27 წლის ფეხბურთელი ნაპოლიმ მაშინ 30 მილიონად გაყიდა.
მართალი იყო კვარა, როცა პარიზში წავიდა? - ჰკითხეს ლავეცის, არგენტინელმა კი ძალიან დიპლომატიური პასუხი გასცა შეკითხვას.
ეს შეგიძლიათ მხოლოდ მას ჰკითხოთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გრძნობდა თავს ნაპოლიში. ეს პირადული გადაწყვეტილებაა, როცა მიდიხარ, ამას იმიტომ აკეთებ, რომ კარიერის გადარჩენის გამოსავალს ხედავ, ან შესაძლოა, ეს იყო ცვლილების სურვილი და სხვა ტიპის ფეხბურთში თამაში, მაგალითად ჩაანაცვლო იტალიური ფრანგულით. - უპასუხა ლავეციმ ჟურნალისტის კითხვას
კვარაცხელიას საფრანგეთში გადაბარგების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ნეაპოლური გამოცემებისა და გულშემატკივართა აზრი გაყოფილია და ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კვარას საქმის ბოლომდე მიყვანა შეეძლო და გუნდის დატოვებაზე ფიქრი ზაფხულამდე არ უნდა დაეწყო.