ნიკო პასმა გაამხილა, რატომ არ დაბრუნდა მადრიდის რეალში
გასულ ზაფხულს მადრიდის რეალს ნიკო პასის დაბრუნება სურდა და არგენტინელ ფეხბურთელს ამის შესახებ აცნობა კიდეც. თუმცა, ნახევარმცველს სხვა გეგმები ჰქონდა. მას მიაჩნდა, რომ რეალის ამჟამინდელი შემადგენლობის პირობებში, სადაც ბერნარდო სილვას, არდა გიულერისა და ჯუდ ბელინგემის მსგავსი ფეხბურთელები თამაშობენ, განვითარებისთვის, საჭირო სათამაშო დროს ვერ მიიღებდა.
საკუთარი ვარიანტების განხილვის შემდეგ, პასმა, კომოში დარჩენა ამჯობინა. იტალიური კლუბი კი, მის სრულად შესაძენად, 60 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა. მიუხედავად ამისა, რეალს, მომავალი წლისთვის, ფეხბურთელის 80 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება მაინც აქვს. მადრიდულ კლუბს არ სურს, არგენტინელზე კონტროლი დაკარგოს. კომოს მაისურით, ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის შემდეგ, ნიკო პასმა განმარტა, რატომ გადაწყვიტა იტალიურ კლუბში დარჩენა.
ვიფიქრე, რომ ყველაზე მეტად სწორედ აქ განვვითარდებოდი. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე და მიხარია, რომ ასე მოვიქეცი. ეს ისტორიული საღამო იყო. წარმოუდგენლად კარგად ვითამაშეთ. ამ შეხვედრისთვის, ძალიან მონდომებულები ვიყავით. ვფიქრობ, მატჩს საუკეთესო გზით მივუდექით. ჩვენი თამაშით ძალიან ბედნიერები ვართ. - ნიკო პასი
კომომ, ისტორიაში, პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე და ლაიფციგს დიდ ანგარიშით, 4:1 სძლია. სესკ ფაბრეგასის შეგირდები, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო შეხვედრაში, სტუმრად, როტერდამის ფეიენოორდს ეწვევიან. იქამდე კი, სერია ა-ში, საკუთარ მოედანზე, პარმას მიიღებენ.
🚨 Como paid €60M to keep Nico Paz permanently.
— Madrid Xtra (@MadridXtra) September 11, 2026
Real Madrid still hold an €80M BUYBACK option for next year. @diarioas pic.twitter.com/zFAUawTzGc