Belive

არაუხო: "ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი ბარსელონაა"

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

რონალდ არაუხომ, ატლეტიკოსთან გამარჯვების შემდეგ, განაცხადა, რომ ბარსელონას თამაშებს კვლავ ყურადღებით ადევნებს თვალს. როდესაც ურუგვაელს ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსებზე ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ მისი ყოფილი კლუბი, ამის ერთ-ერთი ფავორიტია.

რა თქმა უნდა ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. ისინი შესანიშნავად თამაშობენ. მათ თამაშს აქტიურად ვუყურებ. შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავთ. ბარსელონას ყოველთვის ვგულშემატკივრობ და მათი თამაშის ხარისხით ძალიან ბედნიერი ვარ. - რონალდ არაუხო

გუშინ, არაუხომ, ლივერპულის მაისურით, თავისი პირველი ჩემპიონთალიგური მატჩი ჩაატარა, სადაც მერსისაიდელებმა, ატლეტიკო 2:1 დაამარცხეს. მადრიდელთა წინააღმდეგ, ლივერპულის პირველი გოლის დროს, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, როდესაც საჯარიმოში, სობოსლაის, ქუსლით, შესანიშნავი საგოლე პასი გაუკეთა. ლივერპულს, ატლეტიკოსთვის, ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლო ოთხი თამაში არ ჰქონდა მოგებული. გუშინდელი გამარჯვებით კი, ანდონი ირაოლას შეგირდებმა, ეს უხერხული ტენდენციაც დაასრულეს.

რაც შეეხება ბარსელონას, კატალონიელებმა, თავის მხრივ, ფეიენოორდი 5:1 გაანადგურეს. ჰანსი ფლიკის შეგირდები, უკვე ზედიზედ მესამე მატჩია, რაც შეხვედრას, 5 გატანილი გოლით ასრულებენ.

სხვა სტატიები