Belive

ნიკო პასი: ,,ალბათ, რეალის აკადემია მსოფლიოში საუკეთესოა''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლისთან'' მოგების შემდეგ, ,,რეალის'' 19 წლის ტალანტმა, ნიკო პასმა, ,,სამეფო გუნდის'' მაისურით გატანილ პირველ გოლზე ისაუბრა:

,,ძალიან ბედნიერი ვარ! ეს ოცნების ასრულებაა... თუმცა, განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ გატანილი გოლით გუნდს დავეხმარე. როცა ბურთი კარში შევიდა, ძლივს დავიჯერე...

მგონი, ჩემი გოლი თანაგუნდელებს უფრო გაუხარდათ, ვიდრე მე. მინდა, რომ მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო!

ჩვენი აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ალბათ, საუკეთესოც კი, სწორედ ამიტომ ვიყავი მზად, რომ გუნდს დავხმარებოდი. - ნიკო პასი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ,,რეალმა'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

5 ტურის შემდეგ, მადრიდელები ჯგუფში 15 ქულით ლიდერობენ - ანჩელოტის გუნდს პლეი-ოფში გასვლა პირველი ადგილით აქვს განაღდებული.

სხვა სტატიები