Belive

ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ექსტრაკლასას სიმბოლურ გუნდში მოხვდა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

​​საქართველოს ნაკრების და პოზნანის "ლეხის" ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი, პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

30 წლის ფეხბურთელმა ახლახანს გაჩემპიონებული "რაკუვის" წინააღმდეგ - 2:0 მოგებულ შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობიდან თამაში დაიწყო და მოედანზე 81 წუთი გაატარა.

ქართველმა ფეხბურთელმა 32-ე წუთზე საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მოედნიდან გასვლამდე კი, პენალტის მოპოვებაც მოახერხა. შედეგად, კვეკვესკირის შეფასება საკმაოდ მაღალი, 7.3 კოეფიციენტი იყო.

WeszloCom-ის მონაცემებით, 32-ე ტურის სიმბოლურში ქართველი ფეხბურთელი თავისი გუნდიდან ერთადერთი მოთამაშე იყო.

ნიკა კვეკვესკირს "ლეხის" შემადგენლობაში 2022/23 წლების სეზონში 48 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები