Belive

ნიკა კვეკვესკირი: "ინდივიდუალურად უფრო ხარისხიანი გუნდი ვართ, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ფურცელზე ჩანს"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, "დინამო ბათუმი" პოლონეთის ექსტრაკლასას 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებულს, პოზნანის "ლეხს" დაუპირისპირდება. პოლონური კლუბის და საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პოლონელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და მოახლოებული უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების და ქართული ფეხბურთის განვითარების შესახებ ისაუბრა.
"ამ გუნდში ხარისხი ნამდვილად არის. საერთო ჯამში, ჩვენს მხარეს უფრო დიდი ხარისხია, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ფურცელზე ჩანს, რადგანაც ზედიზედ სამ შეხვედრაში დავმარცხდით. ჩვენ მართლაც ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. მე მათ თამაშს ბრატისლავის "სლოვანის" წინააღმდეგ ვუყურე. ზოგადად ვთლი, რომ ფეხბურთში გამართლება არ არსებობს, რადგანაც გამარჯვებული ყოველთვის იმსახურებს ამას, თუმცა "დინამო ბათუმის" მარცხი "სლოვანთან" სწორედ უიღბლობის ბრალი იყო. ჩემი აზრით, მათ გამარჯვება და შემდეგ რაუნდში გასვლა დაიმსახურეს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მათ გუნდურად ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, რომელსაც კარგი ხედვები, ფეხბურთის თამაშის კარგი სტილი აქვს. მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ინდივიდუალურად, ხარისხობრივი უპირატესობა ჩვენს მხარესაა, თუმცა ეს ყველაფერი შედეგში უნდა ავსახოთ და ხვალ მოედანზე ვაჩვენოთ. https://www.live.ge/konpherens-liga/lekhis-mtsvrthneli-zedized-3-martskhis-shemdeg-phsiqologiuri-mdgradobis-aghdgena-martivi-ar-iqneba/ საქართველოს ყოველთვის ჰყავდა ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც საკუთარი ტალანტის წარმოჩენას ცდილობდნენ. ისინი ადრეული ასაკიდანვე მაღალი ტექნიკური შესაძლებლობებით არიან დაჯილდოვებულები, თუმცა ჩვენი პრობლემა ამ შესაძლებლობების უფროს ასაკში გადმოტანაა. ასევე, სატრანსფერო ბაზრის ჩაკეტილობის გამო მათი უცხოეთში თამაში რთული იყო, ახლა კი შეგიძლიათ ნახოთ, თუ რამდენი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ქვეყნის საზღვრებს მიღმა, წინა წლებთან შედარებით. საქართველო პატარა ქვეყანაა და ის ფეხბურთელები, რომლებიც ქვეყნის მიღმა გადიან, ახალ ლიგებსა და ახალ ქვეყნებში თამაშობენ, სხვა თანამემამულეებს ამ მხრივ გზას და შესაძლებლობას უხსნიან. https://www.live.ge/konpherens-liga/gia-geguchadze-lekhs-reabilitatsia-surs-magram-gamarjvebuli-ori-matchis-jamshi-gamovlindeba/ ეს ერთ-ერთი მიზეზია იმის, რომ საქართველოს ნაკრებს პროგრესი აქვს, ასევე ვითარდებიან ჩვენი კლუბებიც. ვფიქრობ, ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, კლუბების და ფეხბურთელების კარგი კომბინირებული მუშაობის დამსახურებაა. ქართული ფეხბურთი ნელ-ნელა უფრო მაღალ დონეზე ადის და ისეთ შედეგებს აჩვენებს, როგორიც ყველას გვსურს. ჩემთვის, როგორც ქართველი ფეხბურთელისთვის, რომელიც ქართული ფეხბურთის წარმომადგენელი, ამ თემაზე საუბარი სასიამოვნოა, თუმცა ახლა ცოტა რთული მომენტია, რადგანაც ხვალ მე მათ წინააღმდეგ ვთამაშობ და იმედია ხვალ ჩვენ გავიმარჯვებთ", - თქვა 30 წლის ნახევარმცველმა.
“დინამო ბათუმისა” და პოზნანის “ლეხის” დაპირისპირება 21 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები